რუსები ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს უტევენ - დაღუპულია 13 ადამიანი

20.05.22 10:36
რუსები ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს უტევენ - დაღუპულია 13 ადამიანი

ლუგანსკში რუსი დამპყრობლების ქმედებებს 13 ადამიანი ესმხვერპლა. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციას ავრცელებს. 

რუსები ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს უტევენ. ოლქის ცენტრში 12 დაღუპულია, ლუგანსკის ოლქში 60-ზე მეტის ახლი დაინგრა... ერთ დღეში ჩვენ 12 დაღუპული გვყავს სევეროდონეცკში და კიდევ ერთი გორსკი გრომადაში, - თქვა სერგეი გაიდამ.

გაიდაის თქმით, იერიშების შედეგად ქალაქის ქუჩები იწვის.

ინგრევა და იწვის სახლები. ზოგიერთ ადგილას მთელი ქუჩა იწვის, როგორც ნირკოვოში,  5 საკუთარი სახლი ზედიზედ... ზოლოტოეში 6, ვრუბოვკაში 3 და კიდევ 3 რუბეჟნოეში. შეუძლებელია დაზიანებების დათვლა ტოშკოვკაში, სადაც ამ დრომდე საბრძლო მოქმედებებია, - აღნიშნა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

სერგეი გაიდაის ცნობით, რუსებმა შტურმით სევეროდონეცკის აღება ვერ შეძლეს, დიდი მსხვერპლი ნახეს და უკან დაიხიეს.