"მეორე მარიუპოლი" - ოკუპანტებმა რუბეჟნოე მიწასთან გაასწორეს

20.05.22 12:52
"მეორე მარიუპოლი" - ოკუპანტებმა რუბეჟნოე მიწასთან გაასწორეს

რუსმა დამპყრობლებმა რუბეჟნოე მიწასთან გაასწორეს. ქალაქში არ დარჩა სახლი, რომელიც დაზიანებული არ  არის. ბევრი მათგანის აღდგენა უკვე შეუძლებელია. 

რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა. სამრეწველო ქალაქი ბოლომდე დანგრეულია, ყველა შენობა დაზიანებულია, ბევრი მათგანის აღდგენა უკვე შეუძლენელია. ეზოებში სასაფლაოებია მოწყობილი, - ამბობს ლუგანსკის ოლქსი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი. 

გაიდაის თქმით, ომამდე ამ ქალაქში 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც ძირითადად ქარხნებში იყვნენ დასაქმებულები, დღეს კი რუბეჟნოე დანგრეული, „დამწვარი აგურის ყუთების“ ქალაქია. 

ამასთან, ოლქის სამხედრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქალაქში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები, რომლებიც „კადიროველების“ ტყვეები არიან და სარდაფებში იმალებიან.