ხარკოვთან აღმოჩენილია რუსი ჯარისკაცების გვამები, რომლებიც თავად ოკუპანტებმა დახვრიტეს

20.05.22 13:51
ხარკოვთან აღმოჩენილია რუსი  ჯარისკაცების გვამები, რომლებიც თავად ოკუპანტებმა დახვრიტეს

 ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელ მალაია როგანში, რომელიც ხარკოვის რაიონში მდებარეობს, ადგილობრივებმა რუსი სამხედროების გვამებს მიაკვლიეს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ. გვამები ღრმა ორმოებსა და ჭებში იყო მოთავსებული.

უკრაინელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები ბრძანების შეუსრულებლობის გამო თავიანთ ჯარისკაცებს აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ. 

რუსები ამ სოფელში დიდხანს იყვნენ. მეზობელ ქუჩაში ვნახეთ ორმო, სადაც 5 ადამიანის გვამი იყო დამარხული. ორმო დატკეპნილი და ზემოდან დამწვარი იყო. ამას ერთადერთი ახსნა აქვს-დეზერტირები ჩაყარეს ორმოში, დახვრიტეს და დაწვეს, რომ არავის ეცნო.- ამბობს უკრაინელი პოლიციელი.

უკრაინელი სამართალდამცველები გვამებს სპეციალურ ტომრებში ათავსებენ, რომელიც იდენტიფიცირებისთვის პათოლოგოანატომთან მიაქვთ.