რუსების სამხედრო დანაშაულები - პირველი რუსი ოკუპანტის განაჩენს სასამართლო 23 მაისს გამოაცხადებს
რუსების სამხედრო დანაშაულები - პირველი რუსი ოკუპანტის განაჩენს სასამართლო 23 მაისს გამოაცხადებს. საუბარია ვადიმ შიშიმარინზე, რომელსაც ბრალი სუმში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ედება.
სასამართლო პროცესზე სამხედრომ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ საკუთარ საქციელს ინანიებს.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვნანობ. გულწრფელად ვინანიებ. იმ მომენტში, როდესაც ეს მოხდა, ვნერვიულობდი. არ მინდოდა მოკვლა. ასე მოხდა და ამას არ ვუარობ... კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვიხადო იმისთვის, როცა გავაკეთე , მზად ვარ მივიღო ავიტანო ყველა სასჯელი, რომელსაც დამაკისრებთ, - თქვა პროცესზე ბრალდებულმა.
ოკუპანტის ადვოკატმა მოსამართლეს ბრალკდებულის გამართლება სთხოვა, რადგან მისი თქმით, სამხედრო მკვლელობის ცადენა არ სურდა და მას ამის გაკეთება სხვა ჯარისკაცებმა აიძულეს.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს პროკურატურამ შიშიმარინის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულმა ბრალი აღიარა და შეწყალება მოითხოვა.