უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხი Европейская правда ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო მსხვერპლი იყო 38 წლის რატი შურღაია, რომელიც იზიუმთან დაიღუპა. ის სამშობლოში გადაასვენეს და სამშაბათს დაკრძალავენ.
შურღაია დაქორწინებული იყო უკრაინელზე და ომში მისი დაწყების პირველივე დღიდან მონაწილეობდა.
დანარჩენი 10 გარადაცვლილი ქართველი მოხალისის სია: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ნიკოლოზ შანავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.
Европейская правда ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის დამცველთა შორის იყო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც.