ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა შეძლებს თავისი მეომრები პატივით დაკრძალოს - "აზოვის" მეთაური

„აზოვის“ ბატალიონის გაუჩინარებული მეთაური გამოჩნდა. ირკვევა, რომ დენის პროკოპენკო დაჭრილია. ლეგენდარული "აზოვის" მეთაური ამბობს, რომ სამხედრო მეთაურებისგან მარიუპოლის დაცვის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს, თუმცა როგორ ჩანს , დანებებას არ აპირებს. პროკოპენკო იმედს იტოვებს, რომ უკრაინა შეძლებს, თავისი მეომრები პატივით დაკრძალოს.
უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობისა, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ჩენთვის სამ მნიშვნელოვან საკითხზე: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მძმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომი გაცვლისა და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანის პირობით. პროცესი გრძელდება დაღუპული გმირების მიმართ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ახლობლები და ყველა უკრაინაში შეძლებს თავისი მეომრები პატივით დაკრძალოს, - განაცხადა პროკოპენკომ.