რუსეთის საზღვართან სამხედრო საფრთხეები იზრდება, მიიღება ადეკვატური კონტრზომები - შოიგუ

მოსკოვი ისევ იმუქრება. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აშშ- ს და დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ კრემლი ადეკვატურ კონტრზომებს მიიღებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯგუფები "ლპრ" და "დპრ" აგრძელებენ კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. „ლპრ“-ის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება. „აზოვსტალის“ ქარხანაში 1908 ნაციონალისტი უკვე ჩაბარდა. მანამდე 1387-მა საზღვაო ქვეითმა იარაღი დაყარა. უახლოეს მომავალშ მოსალოდნელია ჯარებისთვის სტრატეგიული დრონების მიწოდება. აშშ და ნატო აგრძელებენ ოპერატიულ და საბრძოლო მომზადების მასშტაბს რუსეთის საზღვრებთან დასავლური სტრატეგიული მიმართულებით. რუსეთის საზღვართან სამხედრო საფრთხეები იზრდება. ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადა შეიტანეს სუახლოესმა მეზობლებმა, ფინეთმა და შევდეთმა. მიიღება ადეკვატური კონტრზომები, - განაცხადა შოიგუმ.