მადლობა „აზოვსტალს“ - როგორ ცხოვრობდნენ "აზოველები" (ფოტოამბავი)

„აზოვის „ პოლკის უკრაინელი მებრძოლი დმიტრი კოზაცკი „აზოვსტალში“ გადაღებულ ფოტოებს აქეყნებს. მარიუპოლის მცველმა უკრაინელი სამხედროების ყოველდღიურობა ფოტოებზე აღბეჭდა.
მადლობა „აზოვსტალს“ თავშესაფრისთვის - ჩემი გარდაცვალების და სიცოცხლის ადგილს. სხვათაშორის, ვიდრე ტყვეობაში ვიქნები, ფოტოებს დაგიტოვებთ, გააგზანეთ ისინი ყველა ფოტოკონკურსსა და ჟურალისტურ პრემიებზე, თუ რამეს მოვიგებ, გამოსვლის შემედგ ძალიან სასიამოავნო იქნება, - წერს კოზაცკი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლი ბლოკადაში 1 მარტიდან მოაქციეს. აპრილის ბოლოდან ქალაქის მცველები „აზოვსტალში“ ბლოკირებულები აღმოჩნდნენ. 14 მაისიდან „აზოველები“ ქარხანასი არსებულ მძიმე ვითარების შესახებ ინფორმაცასი ავრცელებდნენ და დახმარეაბს ითხოვდნენ. 17 მაისს ოკუპანტების კონტროლის ქვეშ ქარხნიდან 256 უკრაინელი მებრძოლი გამოიყვანეს და დონეცკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.