უცხოეთის სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებენ - პუტინი

20.05.22 18:51
უცხოეთის სახელმწიფო სტრუქტურები ჩვენს წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებენ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხდა, რომ რუსულ საინფორმაციო სივრცეზე მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, რაც უფრო მასშტაბური უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისას გახდა.

ჩვენს საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. სახელდობრ კი დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ჩვენს საინფორმაციო სტრუქტურებზე კიბერთავდასხმები გახშირდა, გახდა უფრო მასშტაბური. საერთო გაგებით, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ნამდვილი აგრესია - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასშტაბური კიბერშეტევების უკან დგანან არა ცალკეული ჰაკერები, არამედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ამიტომ პუტინმა მოუწოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, შექმნან ინფორმაციის დამცავი სისტემა.

ვთვლი კანონზომიერ ნაბიჯად, დავიწყოთ აღნიშნული საკითხის განხილვა და შევქმნათ ინფორმაციის დამცავი სისტემა. ველოდები კონკრეტულ წინადადებებს, როგორ გადავდგათ დამატებითი ნაბიჯები ხელისუფლების ორგანოებში საინფორმაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებისა და დაცულობის მიზნით.

როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, ცალკეულ ჰაკერებს ასეთი ფართომასშტაბური შეტევა არ შეუძლიათ, შეტევები ხორციელდება ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან და ამასთან ერთად, ეს შეტევა ერთმანეთთან კოორდინირებულია. თავიანთი არსით, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების ქმედება, განხორციელებული რუსეთის წინააღმდეგ- აღნიშნა პუტინმა. 

პუტინმა იქვე დასძინა, რომ გარკვეული ქვეყნების შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში კიბერდანაყოფები უკვე ოფიციალურად ირიცხებიან.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები