საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესულ უკრაინის საჩივარს მხარს 42 ქვეყანა უჭერს

20.05.22 19:16
საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შესულ უკრაინის საჩივარს  მხარს  42 ქვეყანა უჭერს

გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შესულ საქმეზე ,,უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ"  ოფიციალური კიევის მხარეს უკვე მსოფლიოს 42 ქვეყანა დადგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სოციალურ ქსელში დაწერა. 

42 ქვეყანა დადგა ჩვენს გვერდით საქმეზე ,,უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ", რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ისტორიის ნათელი მხარე აირჩიეს, ეს არის მხარე სიმართლის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის. ერთად ჩვენ  რუსეთს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ! -   განაცხადა ზელენსკიმ.