რუსეთის მტკიცებით, „აზოვსტალს" მთლიანად აკონტროლებს

21.05.22 11:30
რუსეთის მტკიცებით, „აზოვსტალს" მთლიანად აკონტროლებს

რუსეთი ირწმუნება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა "აზოვსტალი"  მთლიანად დაიკავეს. აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაახლოებით 500-მდე მებრძოლი,  „დანებდა“. უწყების ცნობით, ქარხნიდან 2400-ზე მეტი პირი გაიყვანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ  ტერიტორიიდან აზოვის პოლკის მეთაურიც ევაკუირებულია.

რუსული პოპაგანდისტული მედია იტყობინება, რომ სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ქარხნის "სრული განთავისუფლების" შესახებ უკვე უპატაკა. 

ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ახლა რუსეთს შეუძლია თავისი იერიში უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში, გააძლიეროს.რუსეთის განცხადებაზე უკრაინას ოფიციალური პასუხი არ გაუვრცელებია. 

 

მსგავსი სიახლეები