რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

21.05.22 10:59
რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

Gasum-ის ინფორმაციით, რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბუნებრივი აირის კონტრაქტით გათვალისწინებული მიწოდება შეწყდება", - განაცხადა  სახელმწიფოს კუთვნილი გაზის კომპანიის დრექტორმა, მიკა ვილიანენმა. 

მისი თქმით,  ფინეთისთვის რუსეთის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, ამიტომ უახლოესი თვეების განმავლობაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ იქნება.  

ცნობილია, რომ ფინეთი გაზს ბალტიის დამაკავშირებელი მილსადენით ესტონეთის გავლითაც იღებს, თუმცა, მისივე სიტყვებით, ზამთრის სეზონი რთული იქნება. 

14 მაისს რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

მსგავსი სიახლეები