ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა - „აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი

"ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზეა,“- ამის შესახებ მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული ერთ-ერთი მებრძოლის ცოლმა განაცხადა.
ნატალია ზარიცკას განცხადებით, ქმარმა მისწერა, რომ"სიტუაცია საშინელია".
„ორი დღის წინ ქმარმა მომწერა, მართლაც მძიმე და საშინელი მდგომარეობაა"- აღნინავს მებრძლის ცოლი.
რუსეთი ირწმუნება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა "აზოვსტალი" მთლიანად დაიკავეს. აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დაახლოებით 500-მდე მებრძოლი, „დანებდა“. უწყების ცნობით, ქარხნიდან 2400-ზე მეტი პირი გაიყვანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ტერიტორიიდან აზოვის პოლკის მეთაურიც ევაკუირებულია.