რუსების სარაკეტო თავდასხმა ლოზოვაიაზე - დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის 11 წლის გოგონა
8 ადამიანი დაშავდა რუსეთის მიერ ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმის შედეგად. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგონა. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვმა აცხადებს, რომ ქალაქ ლოზოვაიას მიმართულებით რუსებმა სამი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ერთი კულტურის სახლს დაეცა, შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.
„კულტურის სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ჩვენი მამაცი მეხანძრეების წყალობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი სახლები.
ეჭვგარეშეა, რომ ოკუპანტები კულტურის სახლს უმიზნებდნენ. ის ხარკოვის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია“, - განაცხადა სინეგუბოვმა.