ლუგანსკი: ოკუპანტებმა სევეროდონეცკს ოთხი მხრიდან შეუტიეს
ცხელი წერტილი ისევ ლუგანსკია - ოკუპანტებმა სევეროდონეცკს ოთხრი მხრიდან შეუტიეს, თუმცა გეგმა ვერ განახორციელეს და უკან დაიხიეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ხელმძღვანელი ავრცელებს.
რუსებმა სევეროდონეცკში შეღწევა ოთხი მიმართულებიდან სცადეს, თუმცა ღირსეული პასუხი მიიღეს და პოზიციებს დაუბრუნდნენ. მოწინააღმდეგემ შტურმი ოსკოლონოვკის, შედრიშევის, პურდოვკის და სმოლიანინოვოს რაიონებიდან სცადეს. სხვათაშორის, მათ მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო ცეცხლი მაინც გაუხსნეს. დაზიანებულია თითქმის ყველსა საცხოვრებელი პუნქტი. დაზიანდა ლისიჩანსკსა და სევერდონეცკს შორის არსებული რკინიგზის სადგურის ხიდი. ამის გარდა, გუშინ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რომლებიც სამხედრო ტექნიკას ფოტოებს უღებდნენ. მათ უკრაინის სამხედრო შეიარაღება მიხედავს, - განაცხადა სერგეი გაიდაიმ.