პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში წარდგება - ანდჯეი დუდა კიევშია

22.05.22 10:57
პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში წარდგება - ანდჯეი დუდა კიევშია

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის უმაღლესი რადას წინაშე წარდგება. ანდჯეი დუდა კიევში უკვე ჩავიდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის პირველი მეთაური იქნება, რომელიც ამას გააკეთებს.

ინფორმაციას პოლონეთის სახელმწიფოს ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

პოლონეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის პირველი მეთაური იქნება, რომელიც კვირას კიევშ, უმაღლეს რადაში  სიტყვით წარდგება, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები