რუსეთი მარიუპოლის მცველების დასჯას აანონსებს - "აზოველებს" პუტინი სამხედრო ტრიბუნალით ემუქრება

"აზოვის" პოლკის მებრძოლებს პუტინი სამხედრო ტრიბუნალით ემუქრება. რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის მცველების დასსასჯელად ემზადება. რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ გმირი ჯარისკაცების წინააღდეგ ათობით მტკიცებულება არსებობს.
პარალალურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "აზოვს" პოლკის მეთაურები და მებრძოლები შესაძლოა, მედვედჩუკში გაცვალონ.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მარიონეტი მეთაური მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნილ ხალხზე საუბრობს და მათ თეთრი დროშებით დანებებისკენ მოუწოდებს.
ახლა, როდესაც "აზოვსტალი" ნაციონალებისგან თავისუფალია, მარიუპოლს ჩეული ცხოვრების დაწყება შეუძლია. რაც შეეხება, ნაციონალისტებს, ისინი ახლა პატიმრობაში არიან. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათი ბედი. ვფიქრობთ, რომ სწორედ მათ აქვთ ამის ბერკეტი. ახლა შეგვიძლია ამოვისუნთქოთ. გამოვრთოთ ემოციები. ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ცხელ გულზე. და მათნაირი არაადამიანები გავხდებოდით ამ შემთხვევაში. ჩვენ მათზე მაღლა ვართ. ტრიბუნალი მიიღებს ყველა შესაბამის გადაწყვეტილებას. გვაქვს არაერთი მტკიცებულება და კადრები იმისა, რომ საშინელ და არაადამიანურ ქმედებებს ჩადიოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. 2000-მდე ადამიანი იმყოფება ტყვეობაში, მათ შორის, 700 ქალია. ესენი უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი ელოდნენ დახმარებას კიევისგან. მათ შორის, იდეური ნაცისტებიც არიან. არსებობს ვარიანტი, რომ გამოვიდნენ ბუნკერებიდან თეთრი დროშებით, დაგვნებდნენ და ვაძლევთ გარანტიას, რომ სიცოცხლეს შევუნარჩნებთ, - თქვა პუშინინმა.