ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა თვითგამოცხადებული მერის სახლი ააფეთქეს

22.05.22 13:50
ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა თვითგამოცხადებული მერის სახლი ააფეთქეს

ოკუპირებულ ენერგოდარში ადგილობრივმა პარტიზანებმა ქალაქის თვითგამოცხადებული მერის საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს. შემთხვევა 22 მაისს მოხდა. ანდრეი შევჩუკს დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოხდარის დეტალებს ვარკვევთ, თუმცა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად "სახალხო ადმინისტრაციის" თვითგამოცხადებული მერი და მისი დაცვის თანამშრომლები დაშავდნენ. ისინი სხვაადსხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, - ამბობს ენერგოდარის მერი, დმიტრი ორლოვი.

ორლოვმა ხაზი გაუსვა, რომ სახლის მცხოვრებლებიდან არავინ დაშავებულა.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კონკრეტულად კოლაბორატნტს ელოდნენ და ზუსტი და მიზანმიმართული დატყმა განახორციელეს, - ამბობს ორლოვი. 

 

მსგავსი სიახლეები