მოსკოვი კიევს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს

23.05.22 10:54
მოსკოვი კიევს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს

მოსკოვი კიევს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის მეთაური ირწმუნება, რომ პუტინი დიალოგის გასაგრძელებლად მზადააა , მაგრამ უკრაინაა უარზეა.  ხანგძლივი გაუჩინარების შემდეგ ვლადიმირ მედინსკი ბელორუსულ ტელევიზიასთან გამოჩნდა.

ჩვენ, ჩვენი მხრიდან დიალოგის გასაგრძელებლად მზად ვართ. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი მოლაპარაკეკების გასაგრძელებლად ბურთი ახლა უკრაინის მხარესაა. მოლაპარაკებების გაყინვა მთლიანად უკრაინის ინიციატივაა, - თქვა მედინსკიმ. 

მედინსკი ირწმუნება, რომ  რუსულმა ჯგუფმა უკრაინის მიერ 29 მარტს სტამბულში შეთავაზებულ შეთანხმების პროექტზე წერილობითი პასუხები დააბრუნა.  მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტის გადაცემის შემდეგ უკრაინამ მოლაპარაკებები შეწყვიტა. 

რუსმა მაღალჩინოსანმა ასევე, რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაც არ გამორიცხა. 

 

 

მსგავსი სიახლეები