ევროკავშირმა უკრაინისთვის კარი ივნისში უნდა გააღოს - ანდჯეი დუდა

"ევროკავშირრმა უკრაინისთვის კარი ივნისში უნდა გააღოს" - ამის შესახებ ანდჟეი დუდამ ვოლოდიმერ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება სამიტზე გამოცხადდება. მისი თქმით, იმ ქვეყნებითვის, რომლებიც ევროკავშირისკენ მიილტვიან, იქნება სიგნალი, რომ გაერთიანების კარი ღიაა.
კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ანჟეი დუდამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამკაც-რების საკითხიც დააყენა.
ევროკავშირმა უკრაინას კარი უნდა გაუღოს. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ივნისშ დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღოს, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ევროკავშირს, მის ლიდერებს, მოვუწოდებ, დღეს უკრაინას სჭირდება ჩვენი სიგნალი, გაღებული ევროპელი კარი ამს ახელმწიფოსთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. მინდა ყველას, სადაც რაიმე ეჭვები არსებობდა, მოვუწოდო, რომ დაფიქრდნენ. ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირისკენ ილტვიან, მკაფიო სიგნალი უნდა მიიღონ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.