ოკუპანტებმა დონეცკზე 18 იერიში მიიტანეს - დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე

23.05.22 12:00
ოკუპანტებმა დონეცკზე 18 იერიში მიიტანეს - დაღუპულია 6 მშვიდობიანი მოქალაქე

ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში დონეცკზე 18 იერიში მიიტანეს. რუსულმა არმიამ 12 დასახლებული პუნქტი დაბომბა. დაიღუპა 6, ხოლო დაშავდა 11 ადამიანი. დონეცკის პოლიციის ცნობით, დანგრეულია 74 სამოქალაქო ობიექტი. 

ცნობილია, რომ მტერმა ბახმუტს, ლიმანს, ნიკოლაევკას, სოლედარს, ავდეევკას, ჟელეზონოეს, იაგოდნოეს, კლინოვოეს, კრასნიპოლიეს, ნიუ-იორკს, ორლოვკას და ბერესტოვოს შეუტია.