125-ე პოლკის ჯარისკაცებმა 8 წლის გოგო გააუპატიურეს - უკრაინის დაზვერვამ ოკუპანტების სატელეფონო საუბრები გაშიფრა

გაუპატიურება, მოროდიორობა და მასობრივი დანაშაულებები უკვე რუსი ოკუპანტების რეალურ სახედ იქცა. - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის სპეციალურ მოხსენებაშია საუბარი.
უკრაინულმა დაზვერვამ მოახერხა და გაშიფრა ოკუპანტების სატელეფონო საუბრები, სადაც რაშისტები იმ მხეცობის შესახებ, რასაც ჩადიან უკრაინაში, ისე საუბრობენ, როგორც ჩვეულებრივ ინფორმაციაზე.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში გაშიფრულია ორი ოკუპანტის სატელეფონო საუბარი. ორივე ერთმანეთს ხალისით უზიარებს შთაბეჭდილებას, თუ რა ხდება მათს ნაწილში.
სატელეფონო საუბრებში რუსები ჰყვებიან 125-ე პოლკზე, როგორ გააუპატიურეს 8 წლის უკრაინელი გოგო, როგორ მოროდიორობენ. როგორ წაართვა პოლკის ხელმძღვანელმა ხალხს საწვავი და სხვებზე გაყიდა.
გაუპატიურება, მოროდიორობა და მასობრივი დანაშაულებები უკვე მათ რეალურ სახედ იქცა - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.