კადიროველები მარიუპოლს აკონტროლებენ, დარჩენილ მოსახლეობას ცემენ და აბუჩად იგდებენ

23.05.22 13:54
კადიროველები მარიუპოლს აკონტროლებენ, დარჩენილ მოსახლეობას ცემენ და აბუჩად იგდებენ

კადიროველების მობილურმა ჯგუფებმა ქალაქ მარიუპოლის პატრულირება და კონტროლი დაიწყეს. ისინი ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას ტანისამოსს ხდიან და აბუჩად იგდებენ,- ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო, ავრცელებს. 

ოკუპანტებმა არ მარტო შემოიღეს ახალი საშვები და მოაწყვეს ბლოკ-პოსტები, არამედ, კადიროვის დაჯგუფების წევრებს მისცეს უფლება, დაიწყონ პატრულირება.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ასეთმა პატრულმა გააჩერა ავტომობილი, შიგ მსხდომებს ტანისამოსი გააძვრეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ მათ საშვები არ ჰქონდათ. 

მოვუწოდებ დარჩენილ მოსახლეობას, ცოტა ხნით თავი შეიკავეთ ქალაქში გასვლისგან, უკრაინის მთავრობა მუშაობს ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე, რათა თქვენ გამოგიყვანოთ - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

როგორც სააგენტო УНИАН-ი იუწყება, მარიუპოლის რაიონში 21 მაისიდან ოკუპანტებმა შემოიღეს ახალი წესები, რომლის მიხედვითაც ადგილობრივებს ქალაქის დატოვებისას სპეციალური საშვები უნდა ჰქონდეთ.