კრემლი „აზოვსტალის“ მებრძოლების მედვედჩუკზე გაცვლას არ გეგმავს

23.05.22 14:04
კრემლი „აზოვსტალის“ მებრძოლების მედვედჩუკზე გაცვლას არ გეგმავს

კრემლი „აზოვსტალის“ მებრძოლების მედვედჩუკზე გაცვლას არ გეგმავს. რუსეთის განმარტებით, ეს ტყვეების სხვადასხვა კატეგორიაა. 

მედვედჩუკი უკრაინის მოქალაქეა. მას რუსეთთან საერთო არაფერი აქვს და ის სამხედრო არ არის. იმ პირების შემთხვევაში, რომლებიც „აზოვსტალიდან “ ჩაბარნდენ, საქმე სამხედროებს და ნაციონალური ფორმირებების წევრებს ეხება. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა კატეგორიაა და საუბარი გაცვლაზე ფუჭია, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. 
 

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ რუსეთს შესაძლოა, მედვედჩუკი "აზოველ" ტყვეებზე გადაეცვალა.  

მსგავსი სიახლეები