რა ხდება "აზოვსტალში" - პირველი კადრები ბრძოლის სიმბოლოდ ქცეულ ქარხნიდან

რა ხდება "აზოვსტალში" - უკრაინული ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული ქარხნიდან პირველი კადრები ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ ფოლადის ქარხანა, ფაქტობრივად, სრულად დანგრეულია, რუსი სამხედროები კი ქარხნის ტერიტორიაზე გამნაღმვით სამუშაოებს ატარებენ.
რუსეთი ირწმუნება, რომ მარიუპოლი უკვე მათი კონტროლის ქვეშაა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რჩებიან თუ არა "აზოვსტალის" ქარხნის ქვეშ "აზოვის" ბატალიონის მეთაურები. მათ შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება.
ჯერ ისევ უცნობია "აზოვსტალიდან" დონეცკის ტერიტორიაზე გადაყვანილი უკრაინელი მებრძოლების ბედიც. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის თჩითგამოცხადებული ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ "აზოვის" წევრებს სამხედრო ტრიბუნალს მოუწყობს, თუმცა რუსეთი უკრაინელი ტყვეების გაცვლას არ გამორიცხავს.