რუსეთს მაქსიმალური სანქციები უნდა დაუწესდეს - ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოთხოვნით მსოფლიოს ისევ მიმართავს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სხვაგვარად რუსეთის გონს არ მოეგება და ომს არ შეწყვეტს.
წელს სიტყვა გარდამტეხი უფრო მეტია, ვიდრე რიტორიკა. ეს არის მომენტი, როდესაც გადაწყდება, განაგებს თუ არა სასტიკი ძალა მსოფლიოს. უკრაინა იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მოსალოდნელია. ქვეყანას არ მოუწევდა ომის ატანა ამდენი მსხვერპლით, თუ რუსეთს მკაცრს სანქციებს გასული წლის შემოდგომაზე დაუწესებდნენ. რუსეთს მაქსიმალური სანქციები უნდა დაუწესონ იმისთვის, რომ ეს შემაკავებელი ფაქტორი გახდეს რუსეთისთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც სურს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა. ჯერჯერობით ასეთი სანქციები არ არსებობს. აუცილებელია შეიქმნას პრეცენდენტი რუსეთიდან ყველა უცხო ქვეყნის სრული გაყვანისთვის, რათა ისინი არ გამოიყენონ რუსეთის სისხლიანი ინტერესებისთვის. ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს შანსს, შექმნას პრეცენდენტი იმისა, რა მოხდება თუ თქვენ ცდილობთ მეზობლის განადგურებას. გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ ამ რეკონსტრუქციაში, - განაცხადა ზელენსკიმ.