რუსი სამხედროების სიმხეცე - ოკუპანტები 2 და 3 წლის ბავშვებს აუპატიურებდნენ

23.05.22 17:36
რუსი სამხედროების სიმხეცე -  ოკუპანტები 2 და 3 წლის ბავშვებს აუპატიურებდნენ

მასობრივი სექსუალური დანაშაულებები რუსეთის ტაქტიკაა, რათა უკრაინელი ხალხი გაანადგუროს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა განაცხადა. ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსები უკრაინელების მორალურად გატეხვას ცდილობენ, თუმცა არ გამოუვათ. 

დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დენისოვამ რუსეთის სამხედრო დანაშაულებებზე ისაუბრა. ომბუდსმენმა თქვა, რომ რუსი სამხედროები 2 და 3 წლის უკრაინელ ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ. დაღუპული ბავშვების დედებმა მას დაავალეს, ოკუპანტების სიმხეცეების შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობოს. 

ყოველდღიურად ცხელი ხაზის ნომერზე 700-800 ჩვენი მოქალაქე რეკავს, რომლებიც რუსეთს ფედერაციის  სამხედრო დანაშაულებების შესახებ გვატყობინებენ. 1500 მოქალაქე ეყო გამბედაობა და ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე დარეკეს, სადაც საშინელ დანაშაულებებზე, სექსუალურ ძალადობასა და წამებაზე ისაუბრეს. 2 და 3 წლის შვილმკვდარმა დედებმა, რომელთა ბავშვებიც რაშისტი სამხედროების გაუპატიურების მსხვერპლნი გახდნენ, დამავალეს ამ საშინელებების შესახებ მსოფლიოს ვუამბო, - განაცხადა დენისოვამ.