პუტინთან შეხვედრა იმ შემთხვევაში განიხილება, თუ მოლაპარაკების თემა ომის დასრულება იქნება - ზელენსკი
პუტინი ზელენსკის ლიკვიდაციის მცდელობას განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი გეგმა "ბ" -ს მიხედვით იმოქმედებს. ამ ფონზე, უკრაინის მთავრობა რამდენიმე ნაწილად გაიყო და ნებისმიერი სცენარისთვის ემზადება.
ზელენსკი ასევე, ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ომის დასრულების საკითხი იდება.
მოვემზადეთ და დავიყავით: მე, პრემიერი და პარლამენტის თავმდჯომარე. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა,მ რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეთი 2 ნაწილად გავყავით. ეს იყო ორი ნაწილი, რომ ქვეყნა დაცული ყოფილიყო. იმდენი ძალისხმევა დახარკა ხალხმა, თავისი ენერგია და ფული, მე მზად ვარ დავეხმარო, მაგრამ დილით ისევ ვიღვიძებ და ვიღვიძებ, ამიტომ ამას ფილოსოფიურად ვუდგები. ასეთი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ და ეს არ არის ჰოლოგრამა, მე ნამვილად გელაპარაკებით. მე არ ვიღებ არავისთან შეხვედრას, გარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება. სხვა არაფერია სალაპარაკო, - თქვა ზელენსკიმ.