"აზოვსტალში" 4 რუსი გამნაღმველი ნაღმზე აფეთქდა

24.05.22 12:27
"აზოვსტალში"  4 რუსი გამნაღმველი ნაღმზე აფეთქდა

"აზოვსტალში" ტერიტორიის გაწმენდისას 4 რუსი გამნაღმველი ნაღმზე აფეთქდა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მოადგილე პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. 

მარიუპოლი. "აზოვსტალის" გამნარმვითი სამუშაოების 4 გამნაღმველი ნაღმზე აფეთქდა. ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ორს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება, ხოლო ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ვთვლი, რომ კარგი სიახლეა. სამაგიერო გარდაუვალია. დიდება უკრაინას!, - წერს ანდრიუშენკო სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ომის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაში მოაქციეს. ერთადერთი ციხესიმაგრე, რომლის აღებასაც ოკუპანტები ვერ ახერხებდნენ, "აზოვსტალის" ქარხანა იყო, რომელსაც თავს "აზოვის" ბატალიონი და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ. ოკუპანტები ფოლადის ქარხანას განუწყვეტლივ ბომბავდნენ.

მაისის თვეში  ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, რამდენიმე დღის წინ კი იქიდან უკრაინელი მებრძოლებიც გაიყვანეს. ისინი დროებით ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე არიან გადაყვანილები და მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. 

მომხდარის შემდეგ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები შევიდნენ და განაღმვითი სამუშაოები დაიწყეს. 

მსგავსი სიახლეები