რუსეთი კუნძულ ზმეინიზე პოზიციებს ამაგრებს - ოკუპანტები ოდესის პორტის ბლოკირებას ცდილობენ

რუსული არმია ოდესის პორტის ბლოკირებას ცდილობს. ისინი კუნძულ ზმეინიზე პოზიციებს ამაგრებენ. ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი, სერგეი ბარტჩუკი, ავრცელებს. ბრატჩუკის თქმით, ქალაქზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე დიდია.
მტრის მიზანი უცვლელია - ოდესის პორტის ბლოკირება და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე კონტროლის მოპოვება. ამისთვის, მტერმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით კომპლექსი С-400 განათავსა და თავდაცვის გასაძლიერებელ და შეტევის მოსამზადებელ სამუშაოებს კუნძულ ზმეინიზე ახორციელებს, - თქვა ბარტჩუკმა.