უკრაინასთან ომში რუსეთმა უკვე 13 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა

24.05.22 13:38
უკრაინასთან ომში რუსეთმა უკვე 13 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა

უკრაინასთან ომის დაწყებიდან (24 თებერვალი) დღემდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა 13 მილიარდის ღირებულების ტექნიკა დაკარგეს. ინფორმაციას  forbes.ua ავრცელებს.

ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთისთვის შავი ზღვის ფლაგმანი, კრეისერი Москва იყო, რომელიც 750 მილიონი დოლარი ღირდა, ასევე სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 (86 მლნ დოლარი) და სადესანტო ხომალდი Саратов (75 მლნ).

რაც შეეხება ბოლო მონაცემებს, მხოლოდ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში რუსეთმა 400 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაკარგა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა საომარი მოქმედებების პერიოდში უკრაინაში დაკარგეს 205 თვითმფრინავი და 13 საზღვაო ხომალდი.