"აზოვის" პოლკის მეთაური ცოცხალია - დენის პროკოპენკო მეუღლეს დაუკავშირდა
"აზოვის" პოლკის მეთაური, რომელიც ოკუპანტების ტყვეობაშია, ცოცხალია. დენის პროკოპენკო ცოლთან კავშირზე გავიდა. ქალი ირწმუნება, რომ მის მეუღლეზე რუსებს არ უძალადიათ და დაკმაყოფილებელ გარემოში ამყოფებენ.
მან დამირეკა ტელეფონზე. ეს იყო მხოლოდ 30 წამიანი საუბარი. მკითხა, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. მეც ვცადე კითხვების დასმა, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ცუდი კავშირი იყო, რადგან ის რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ახლა იქ არის, ხშოირად დაკავშირების პრობლემაა, ამიტყომ რაც ამ მომენტისთის ვიცი, მხოლოდ ის არის, რომ ცოცხალია. მითხრა, რომ კარგადაა, კვებავენ, ამ მოკლედ პერიოდში მათზე არ უძალადიათ. არ ვიცით რა იქნება შემდეგ, - ამბობს კატერინა პროკოპენკო.
პროკოპენკოს მეუღლემ ასევე აღნიშნა, რომ მეუღლის სატელეფონო ზარი უკრაინის და რუსეთის მტავრობებმა წითელი ჯვრის შუამდგომლობით შეათანხმეს.