სევეროდონეცკი ოკუპანტების ალყაშია- ქალაქის უბნებში ბრძოლები მიმდინარეობს

25.05.22 13:33
სევეროდონეცკი ოკუპანტების ალყაშია-  ქალაქის უბნებში ბრძოლები მიმდინარეობს

სევეროდონეცკი ოკუპანტების ალყაშია - რუსულმა არმიამ სრული ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე გადაისროლა და ქალაქის მთელ შემოგარენს აკონტროლებს.

სამხედრო კოლონები და ცოცხალი ძალა დგას ქალაქშიც. სევერდონეცკის აღება უკრაინისთვის მთლიანად დონეცკის ოლქის დაკარგვას ნიშნავს, ამიტომ შეტევაზეა გადასული უკრაინული არმიაც. ბრძოლები ამ წუთებში ქალაქის რამდენიმე ნაწილში მიმდინარეობს.

რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. აგრესორები საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავენ. 

ეს არის ჯოჯოხეთი, ნამდვილი ჯოჯოხეთი.ქალაქში განუწყვეტელი დაბომბვა, ბევრი სიკვდილი და ჰუმანიტარული კატასტროფაა. 

სევეროდონეცკის მისადგომებთან ვხედავთ რუსების ტანკებს, დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას, ქალაქი დაცემის პირასაა- აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.