ევროკავშირმა უკვე გაყინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მილიარდი ევრო

25.05.22 15:56
ევროკავშირმა უკვე გაყინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მილიარდი ევრო

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირმა უკვე გაყინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი 10 მილიარდი ევრო. ინფორმაციას Der Spiegel ავრცელებს. გამოცემა ციტირებს გერმანიის ფინანსთა მინისტრის განცხადებას, სადაც ქრისტიან ლინდნერი ითხოვს, რომ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული თანხები უკრაინის აღორძინებას მოხმარდეს.

ევროკომისიამ პარლემენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფული უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენონ.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ლიაიენმა, ნება დართო რუსი ოლიგარქებისთვის გაყინული და ჩამორთმეული აქტივები უკრაინის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღორძინებას მოხმარდეს. 

 

~

მსგავსი სიახლეები