უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგები მნიშვნელოვნად იზრდება

სამი დაღუპული და ათობით დაშავებული - ქალაქ ლისიჩანსკში სროლები და დაბომბვების სერია არ წყდება. საოკუპაციო ძალები რუსეთმა ახლა ლიმანში გადაისროლა, თუმცა, დონბასზე სრული კონტროლის მოპოვების მცდელობა ჯერ ისევ უშედეგოა.
რუსეთის დანაკარგები იზრდება. ბრიტანული დაზვერვა პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპანტი ტაქტიკური წარუმატებლობის გამო მძიმე მდგომარეობაშია, რუსებს ყველაზე დიდი დანაკარგები სწორედ ახლა აქვთ.
რაშისტებმა 45 ათასიანი სადესანტო დანაყოფი გაუშვეს და მათი ძირითადი ნაწილი ტაქტიკურ წარუმატებლობას ემსხვერპლა.
ბრიტანული დაზვერვა აცხადებს, რომ ეს დანაკარგები რუსეთის არასწორი სტრატეგიის შედეგია და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ახლაც ვერ გადაუწყვეტია, როგორ გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია.