ფინეთის პრემიერმა უკრაინაში რუსებისგან განადგურებული ქალაქები მოინახულა

ფინეთის პრემიერმა, სანა მარინმა, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქები, ირპენი და ბუჩა, მოინახულა.
ფინეთის დელეგაციის მტრისგან დანგრეულ ქალაქში ყოფნის სურათები ირპენის საქალაქო საბჭოს ტელეგრამ არხზე გავრცელდა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ირპენის საქალაქო საბჭოს მდივანმა, ანჟელა მაკეევამ, ფინურ დელეგაციას აჩვენა რუსების შემოსევის შედეგად დარჩენილი ,,სამყარო".
განვიხილეთ დახმარებისა და ჩვენი ქალაქის აღდგენის საკითხები, ირპენის 70% ხომ განადგურებულია, რადგან ის უკრაინის დედაქალაქის ფარად იქცა.
დიდი მადლობა ფინეთს უკრაინასთან დაკავშირებული ურყევი საერთაშორისო პოზიციის, რუსეთის სანქცირებისა და ჩვენი სამხედრო დახმარების გამო - განაცხადა მაკეევამ.