სარაკეტო იერიშები დნეპროპეტროვსკზე - მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს. სარაკეტო იერიშებმა ოლქშ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედროა დმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
მძიმე ღამე და მძიმე დილა გვქონდა. განხორციელდა რამდენიმე იერიში, რამაც სერიოზული ნგრევა გამოიწვია. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ, - ამბობს რეზნიჩენკო.
დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლაი ლუკაშუკი ასევე იუწყება, რომ ოკუპანტებმა დნეპროვკსი რაიონი დაბომბეს.
დილით დნეპროვკსკის რაიონზე სამი იერიში განხორციელდა. მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ოლქის სხვა რაიონებში ღამემ მშვიდად ჩაიარა, - წერს ლუკაშუკი.