ოკუპანტები სევეროდონეცკს ისევ უტევენ - იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპანტები სევეროდონეცკს ისევ უტევენ. ქალაქი გამუდმებით იბომბება. ბოლო 24 საათში მტრის იერიშებს 4 მშვიდობიანი მოქალაქე ესმხვერპლა.
სევეროდნეცკის მოსახლეობას უკვე აღარ ახსოვს როდის იყო ქალაქში თუნდაც ნახევარსაათიანი სიჩუმე. რუსები მშვიდობიან მოსახლეობას გამუდმებით ბომბავენ. 26 მაისს მტრის ჭურვებს 4 ადგილობრივი ესმხვერპლა. ყველა ქალაქის ძველ რაიონში. მათგან ორი, მრავალსართულიან კოპრუსთან ერთდროულად დაიღუპა, - ამბობს ლუგანსკის ოლქსი სამხედრო ადმინსტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი.
ასევე, მისი ინფორმაციით, მტერმა უსტინოვკას რაიონში უკრაინელი სამხედროების პოზიციებს დაარტყა. მისივე თქმით, მხოლოდ სევეროდონეცკში იერიშების შედეგად 11 მრავალსართულიანი და ერთი კერძო სახლი დაზიანდა.