ოკუპანტები ხარკოვს ახალი ძალებით უტევენ - ქალაქის დაბომბვას 5 თვის ბავში ემსხვერპლა

ოკუპანტები ხარკოვს ახალი ძალებით უტევენ. ბოლო 24 საათში მტრის იერიშებს 8 მშვდიბიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის არის 5 თვის ბავშვიც. დაშავებულია 21 ადამიანი, მათ გაადრცენს ექიმები კლინიკებშ ცდილობენ.
ყველაზე დიდი სარაკეტო იერიშები რუსმა სამხედროებმა ქალაქის ცენტრალურ მეტროსა და საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს.
მტერმა მოღალატეობრივად დაბომბა ქალაქი ხარკოვი, შევჩენკოს, კიევის და პავლოვის უბნები. დაშავებულებს შორის 9 წლის ბავშვია. დარტყმები განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო და საარტილერიო საშუალებებით. მტერი ისევ მოსახლეოაბს ატერორებს. დროა, ისევ ყველა თავშესაფრებში ჩავიდეს როცა სირენების ხმა ისმის. დამშვიდება ნაადრევია, დამიჯერეთ. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან თავიანთი საქმე. სასტიკი ბრძლები გრძელდება, მათ შორის, იზიუმშიც. მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, - აცხადებს უკრაინული მხარე.