მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, 70 უკრაინელის გვამი იპოვეს

27.05.22 12:43
მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, 70 უკრაინელის გვამი იპოვეს

მარიუპოლში მორიგი მასობრივი სამარხი იპოვეს, ყოფილი ქარხნის Октябрь-ის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 70 უკრაინელის გვამი. ინფორმაციას მარიუპოლის მერი, პიოტრ ანდრიუშჩენკო, ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი კვლავ იგივეა-ადამიანები შენობის ნანგრევებში მოაყოლეს. გარდაცვლილები პლასტიკურ ტომრებში შეფუთეს და მასობრივ სამარხში გადაიტანეს, რომელიც სოფელ სტარი კრიმში მდებარეობს. 

გვამების იდენტიფიცირება არ მომხდარა და ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ ცხედრები - განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

როგორც სააგენტო  УНИАН იუწყება, რუსმა აგრესორებმა 20 მაისს დაასრულეს მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევების გაწმენდა. აქ ნაპოვნია მშვიდობიანი მოქალაქეების ასობით გვამი.