უკრაინის დაზვერვამ რუსულ არმიაში მასობრივი დეზერტირობის დამამტკიცებელი ფაქტები მოიპოვა
მიუხედავად დახვრეტისა და დასჯის საშიშროებისა, რუსუ ჯარისკაცები არმიიდამ მასობრივად გარბიან - ამის შესახებ მეტყველებს აგრესორების სატელეფონო საუბრები ოჯახის წევრებთან, რომელსაც უკრაინის დაზვერვის სამსახური ასაჯაროვებს.
ბიჭებმა უბრალოდ აიღეს და გაიქცნენ. ჩვენ ბრიგადას აუცილებლად ემუქრება დაშლა, რადგან ბევრი გათავისუფლდა. მაგალითად, ნაწილი ბიჭებისა კონტრაქტის დასრულებამდე წავიდა, შეხტა კამაზზე, მას უკან 8 ჯარისკაცი მიჰყვა. ასე, აიღეს და წავიდნენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი აკეთებს, უკვე ხშირად ხდება ასე- უყვება რუსი ჯარისკაცი მეუღლეს ტელეფონში.
ჯარისკაცი ასევე ამბობს, რომ იმედი აქვს, მაისის ბოლომდე მასაც გაუშვებენ სახლში, რადგან სპეცოპერაცია, რაზეც ის წამოიყვანეს, წესით 90 დღეში უნდა დასრულებულიყო.
აქ გატარებული ყოველი დღე გვაახლოვებს იმ საშიშროებასთან, რომ გავიზიაროთ უკრაინაში დაღუპული 30 ათასი რუსი სამხედროს ბედი - საუბრობს რუსი ჯარისკაცი.