10 დაღუპული და 35 დაჭრილი - აგრესორებმა დნეპროპეტროვსში უკრაინის ეროვნული გვარდიის ყაზარმა დაბომბეს

რუსმა აგრესორებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვისას ერთი ,,ისკანდერი" ეროვნული გვარდიის ყაზარმას მოარტყეს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა. სარაკეტო თავდასხმა როსტოვის ოლქიდან განხორციელდა, სულ გამოშვებული იყო ,,ისკანდერის" ტიპის 3 რაკეტა, რომელთაგან მიზანს ერთმა მოიღწია - ინფორმაციას დნეპრის ტერიტორიული დაცვის სამსახურის უფროსი, გენადი კორბანი, ავრცელებს.
კორბანის ინფორმაციით, უკრაინის შეიარღებული ძალების სარდლობა კრძალავს ერთ შენობაში 200 სამხედროზე მეტის ყოფნას.