ხერსონთან უკრაინელებმა სახელგანთქმული რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდეს

27.05.22 20:37
ხერსონთან უკრაინელებმა სახელგანთქმული რუსული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა სახელგანთქმული რუსული გამანადგურებელი, Су-35, ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის  საჰაერო ძალების გენშტაბი ავრცელებს.

დღეს, 27 მაისს, 14 საათზე უკრაინულმა Миг-29-მ ხერსონის თავზე ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი Су-35, რომელიც უკრაინულ საშტურმო საჰაერო ხომალდებზე ნადირობდა- ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის საჰაერო ძალების გენშტაბის ინფორმაციით, სულ ომის განმავლობაში ჩამოგდებულია 206 რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

 

მსგავსი სიახლეები