როგორ იქნება რუსეთი პუტინის გარეშე?! - საიდუმლო კონფერენცია ლიეტუვაში

როგორი უნდა იყოს რუსეთი პუტინის გარეშე- ამ დევიზით ლიეტუვაში შემდგარ საიდუმლო კონფერენციაში მონაწილეობა 70-ზე მეტმა ცნობილმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჟურნალისტმა და უფლებადამცველმა მიიღო. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხი, როგორ უნდა გამოიყენონ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რათა ხელისუფლებას ჩამოაშორონ რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი. მისი ინფორმაციით, მიუხედავად დახურული ფორმატისა, კონფერენციის მონაწილეები არ იზღუდავდნენ თავს, რათა საკუთარი მოსაზრებები არ დაეფიქსირებინათ.
პუტინმა რუსეთში შემოიტანა პუტინიზმი, როგორც ჰიტლერმა - ფაშიზმი გერმანიაში. ამიტომაც კრემლს ისე უნდა მოექცე, როგორც მაშინ მოექცნენ ჰიტლერის რეიხს.
ჰიტლერი ჩაგრავდა გერმანელებს, როგორც რუსებს ჩაგრავს პუტინი, თუმცა, ორივე ერი თავიანთ დესპოტს ამოცანას გაუადვილებს - ამბობს კონფერენციის რუსი მონაწილე, სანკტ-პეტერბურგიდან.
კონფერენციაზე პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების 3 ვარიანტი განიხილეს.
პირველი - რუსეთი დადგება უკრაინის გზას, ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები და გადაირჩევენ პუტინს, თუმცა ეს გზა ყველაზე ნაკლებადაა სარწმუნო;
მეორე- პუტინს დაამხობენ მისივე გენერლები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები. სათავეში მოვა ნაკლებად მეომარი რეჟიმი. ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც უმნიშვნელო, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი რუსეთისთვის - აცხადებენ კონფერენციის მონაწილეები;
მესამე, ყველაზე ცუდი სცენარი - აჯანყება ქვემოდან- უკმაყოფილო მასები აჯანყდებიან რეჟიმის, სიღარიბის წინააღმდეგ, ქვეყანაში წარმოიქმნება ომის მსგავსი სიტუაცია და რუსეთი მრავალ სახელმწიფოდ დაიშლება.