პუტინი მშვიდობიან მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - პენტაგონი

პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინი მზად არ არის მოლაპარაკებებისთვის - პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ახლა მშვიდობიან მოლაპარაკებებზე არ წავა.
პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა - გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – თქვა კირბიმ.
მისივე თქმით, პუტინმა მარიუპოლის გარდა ვერ აიღო ვერც ერთი დიდი ქალაქი და ვერც მთავრობა ვერ ჩამოაგდო