უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 242 ბავშვი მოკლეს

28.05.22 12:47
 უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 242 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 242 ბავშვი მოკლეს. უწყების ცნობით, დაშავდა, სულ მცირე, 440 ბავშვი. 

26 მაისს მარიუპოლის სკოლაში რუსული ჭურვის აფეთქების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა.