პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს - ჯო ბაიდენი

28.05.22 12:52
პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს - ჯო ბაიდენი

პუტინი უკრაინელი ხალხის იდენტობის განადგურებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საზღვაო აკადემიის 2022 წლის კურსდამთავრებულებთან მიმართვის დროს განაცხადა. 

 ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს" -გამაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებებმა მთელი ევროპა გააერთიანა.