წამება ელექტროშოკით, ცემა და ნარკოტიკების იძულებით გაკეთება -ოკუპანტების შოკისმომგვრელი სისასტიკე

წამება ელექტროშოკით, ცემა ხელკეტებით და ნარკოტიკების იძულებით გაკეთება - რუსეთი ჟენევის კონვენციის დარღევას აგრძელებს. უკრაინის სახალხო დამცველი შოკისმომგვრელ ამბებს ავრცელებს.
ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან, მონიტორინგის დროს ომბუდსმენის ოფისს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ აცნობეს.
უკრაინელი სამხედროების უმეტესობა ოკუპანტებმა მარიუპოლის მახლობლად დაატყვევეს. თავდაპირველას ისინი სარდაფებში ჰყავდათ გამოკეტილი, შემდეგ კი თავზე ტომარაჩამოცმულები ციხეში გადაიყვანეს. ტყვეებს რუსები აწამებდნენ, მკვლელობით ემუქრებოდნენ და ამცირებდნენ. დაკითხვის დროს უკრაინელი სამხედროები მუხლებზე დააყენეს, სცემეს ფეხის თითებზე და ღია ჭრილობებზე ავტომატის კონდახი ურტყეს.
ოკუპანტებმა ასევე, ისინი აიძულეს ესწვალათ ლექსი, "გვაპატიეთ, ჩვენო ძირძველო რუსებო" , რუსეთის ფედერაციის ჰიმნი და დროშის და ემბლების შექმნის ისტორია.
რუსი სამხედროების მხრიდან წამებას და დამცირებას ადგილი ჰქონდა უკრაინელ სამხედრო ქალებთან მიმართებაშიც. მათ ოკუპანტებმა ჰიგიენური საშუალებები ჩამოართეს და ერთმანეთთან სქესობრივ აქტს აიძულებდნენ.