მასობრივი დაბომბვები, შტურმი და მსხვერპლი - ლუგანსკი ისევ ცხელი წერტილია

29.05.22 12:47
მასობრივი დაბომბვები, შტურმი და მსხვერპლი - ლუგანსკი ისევ ცხელი წერტილია

ლუგანსკში ისევ მძიმე ბრძოლებია. მტერი დასახლებულ პუნქტებს უწყვეტად ბომბავს. მასობრივად ზიანდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ინფორმაციას ოლქში არსებული მძიმე ვითარების შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

სერგეი გაიდაის ცნობით, სევერდონეცკში რუსულ იერიშებს მოსახლეობა სარდაფებში ემალება.  ნაპოვნია ორი ცხედარი, დანგრეულია 60-მდე სახლი.

უწყვეტი დაბომბვების დროს ახალი ნგრევის ადგილამდე მისვლა ხშირად ვერ ხერხდება, ამიტომ დაღუპულების არსებობის ფაქტებს ვერ ვადგენთ. ყოველდღიურ ნგრევების რაოდენობაზე დაყრდნობით, არ გამოვრიცხავთ რომ სმხვერპლი მეტი იყოს, - ამბობს გაიდაი. 

გაიდაის ცნობით, ლისაჩანსკში ჭურვი მრავალსართულიან სახლს მოხვდა, ერთი გოგონა ადგილზე დაიღუპა, სახლის 4 მცხოვრები ჰოსპიტალში გადაიყვანეს.