ჩეხეთი უკრაინას დამატებითი სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება
ჩეხეთი უკრაინას დამატებითი სამხედრო შეიარაღებით დაეხმარება. საუბარია 600-700 ჩეხურ კრონზე ( დაახ. 24-28 მლნ. ევრო). ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი უკრაინას ასევე მძიმე სამხედრო ტექნიკასაც მიაწვდის.
ჩერნოხოვას თქმით, დღეის მდგომარეობით ჩეხეთის მთავრობამ უკრაინას უკვე გადასცა 3.5 მლრდ. კრონის ( 140 მლნ. ევრო) ღირებულების ტექნიკა.
მნიშვნელოვანია, რომ დახმარება იყოს უწყვეტი, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.